saqarTvelos mRvimeebi - sagvarjiles mRvime
კარსტრული მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 220 მ. გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში. ეხის ტიპის სიღრუეა (სიგრძე 13 მ. სიგანე 37 მ. სიმაღლე 20 მ).
საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია. მის წინ, მეობის მარჯვენა მხრეს, მრავალი მცირე ზომის კარსტრული მღვიმე და ეხია, რომელთა ნაწილს ფეოდალურ ხანაში სამალავებად იყენებდნენ. საგვარჯილე გათხარეს 1951-1952 წლებში (ხემძღვანელი ნ. ზ. ბერძენიშვილი). სტრატიგრაფიულ ჭრილში ფიქსირებულია 12 ფენა; ზედა პალეოლითის, ნეოლითის, ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის საერთო სიმძლავრეა 13 მ სტერილური შრეებით ერთმანეთისაგან გამოყოფილია პალეოლითური ხანის 5 ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ზედაპალეოლითური ხანის ქვის ნაწარმი, შუაპალეოლითური (მუსტიეს ეპოქის) წვეტანები და სახოკები. მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითის სხვადასხვა საფეხურისათვის დამახასიათებელ ნივთებს (ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შენკული საკიდი - ავგაროზები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და სხვა).
ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ფენებში ნაპოვნია ირმის რქისგან დამზადებული თოხისნაირი იარაღი, ძვლის ჭვილთი, ანკესი, ნემსები, სადგისები და სხვა. მრავლადაა კაჟის ქვის ნაკეთობანი (სხვადასხვა ტიპის ისრისპირები და შუბისპირები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, სამაჯურები, კერამიკური ნაწარმი და სხვა).
ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს მასალა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, დანარჩენი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგარაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.